პოზიტიური შეხვედრა იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის წარმომადგენელს შორის პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა შედგა.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩმა დაადასტურა, რომ იუვენტუსში დარჩენა და გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
გამოცემის ცნობით, ლუჩიანო სპალეტიმ სერბის შენარჩუნება პირადად ითხოვა და იუვენტუსი მზად არის, ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები განაახლოს.
ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის 6.5-7 მილიონ ევრომდე შემცირება მოუწევს და როგორც ჩანს, სერბი ამის წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
