ნუნიესი იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნეა
იუვენტუსი ალ-ჰილალის ფორვარდის დარვინ ნუნიესის ტრანსფერით ინტერესდება.
26 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს ზაფხულში ევროპაში დაბრუნება უნდა და ფეხბურთელის აგენტს კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაწყებული აქვს.
ბრიტანული გამოცემა Chronicle-ს ცნობით, ნუნიესის მიმართ ინტერესს ატლეტიკო, იუვენტუსი, ნიუკასლი და ტოტენჰემი იჩენენ. მისი გაფორმება 35-40 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
