TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია, სპალეტის მომავალი ?…“

ჯორჯო კიელინის კომენტარი რომასთან მატჩის წინ.

„რომა ძალიან ძლიერი გუნდია, ისინი ჩვენ მსგავსად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და დარწმუნბული ვარ, ეს ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, მომდევნო მატჩებში თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტია.

„რას ველოდები გუნდისგან ? იუვენტუსმა ბოლო პრიოდში ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. კომოსთან მატჩის გარდა, რომელშიც ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, იუვენტუსი ყველა შეხვედრაში ძალიან კარგი, მაღალი დონის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ ვიცი, გავიმარჯვებთ თუ არა დღეს, მაგრამ იუვენტუსისგან ისეთივე მონდომებას და გამარჯვების სურვილს ველოდები, როგორიც ჩვენ გალათასარაისთან ვნახეთ.

„სპალეტი ? ჩვენ მომდევნო კვირებში სპალეტისთან მოლაპარაკებებისთვის უფრო მეტი დრო გვექნება, მაგრამ გავიმეორებ, რომ მომდევნო სეზონში ლუჩიანოს გარდა იუვენტუსში სხვა მწვრთნელი ვერც კი წარმომიდგენია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !