აჯიჩი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს
ვასილიე აჯიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ტურინული გრანდი მონტენეგროელის სერია ა-ს რომელიმე გუნდში იჯარით გაშვებას გეგმავს, რაც მას ზედმეტი წნეხის გარეშე გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.
აჯიჩის მიმართ ინტერესს ჯენოა, პარმა და სასუოლო იჩენენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
