ფენერბაჰჩე კოსტიჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფენერბაჰჩეს შორის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, თურქები სერბის სანაცვლოდ იუვენტუსს 9-10 მილიონ ევროს სთავაზობენ, ჯუნტოლის კი თავის მხრივ 13-14 მილიონის მიღება უნდა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თავად ფეხბურთელი კი ჟოზე მოურინიოს გუნდში თამაშის წინააღმდეგი არ არის.