რეალი კამბიაზოს ტრანსფერით ინტერესდება
ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალიც ჩაერთო.
ესპანური გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, ბლანკოსი ფრან გარსიას შემცვლელის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი სამიზნე კამბიაზო იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი იტალიელის სანაცვლოდ, რომლის მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტი და ლივერპულიც იჩენენ, 60-65 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
