ნიუკასლი ტონალის სანაცვლოდ 90-100 მილიონს ითხოვს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სანდრო ტონალი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება, თუმცა მისი გაფორმება ურთულესი ამოცანა იქნება.
წყაროს ცნობით, ნიუკასლი იტალიელის სანაცვლოდ 90-100 მილიონს ითხოვს, რასაც ტონალის მაღალი ხელფასი – 10 მილიონი ევრო ემატება.
სკირას თქმით, იუვენტუსი ტონალის ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ამის გარდა კი გადამწყვეტი თავად ტონალის სურვილი იქნება, რადგან ტურინულ გრანდს მანჩესტერ იუნაიტედის, არსენალისა და რეალის კონკურენციის დაძლევა გაუჭირდება.
იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ტონალის სერია ა-ში დაბრუნება სურს, რაც ტურინელებს საქმეს საგრძნობლად გაუმარტივებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
