ევერტონი ჟეგროვას ტრანსფერით ინტერესდება
ევერტონი იუვენტუსის შემტევის ედონ ჟეგროვას ტრანსფერით ინტერესდება.
ინგლისელები კოსოვოელი გარემარბის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ ჟეგროვამ კარიერის იუვენტუსში გაგრძელება არჩია.
ედონის ტურინული კარიერა არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება, მან მოლოდინები ვერ გაამართლა და იუვენტუსი ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, მონაკოს შემდეგ, ჟეგროვას გაფორმების სურვილი ევერტონმაც გამოთქვა. ტურინულ გრანდს 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონის მიღება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
