TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფროზინონე, მონცა, ნიცა და ანტვერპი ნონგეს ტრანსფერით ინტერესდებიან

იოსეპ ნონგეს მსურველთა სია დღითი დღე იზრდება და 19 წლის ტალანტი გუნდს დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ფროზინონე, მონცა, ნიცა და ანტვერპი იჩენენ.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ახალგაზრდა ტალანტს 10 მილიონ ევროდ აფასებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომელიც იუვენტუსს ფეხბურთელის დაბრუნების საშუალებას მისცემს.