TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის მომავალი იუვენტუსში ჩემპიონთა ლიგაზე დამოკიდებული არ არის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვეტილია.

Corriere della Sera-ს ცნობით, სპალეტი იუვენტუსში იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ჯონ ელკანი მიიჩნევს, რომ სპალეტი არის მწვრთნელი, რომელსაც გუნდის ხანგრძლივ პროექტს გაუძღვება და ტურინულ გრანდს ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.

იუვენტუსი სპალეტის კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით. სპალეტი გუნდის სატრანსფერო საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !