TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტიაგო მოტას პრეზენტაცია 18 ივლისს გაიმართება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, ტიაგო მოტას ოფიციალური პრეზენტაცია 18 ივლისს ჩაინიშნა.

იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი იუვენტუსის მწვრთნელის ამპლუაში პირველ პრეს-კონფერენციას გამართავს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, 20 ივლისს კი გუნდი გერმანიაში გაემგზავრება და სეზონისთვის მზადებას Adidas-ის სათაო ოფისში გააგრძელებს.

პრეს-კონფერენციას დიდი ალბათობით კრისტიანო ჯუნტოლიც დაესწრება.