იუვენტუსი ვლაჰოვიჩისთვის ორ წინადადებას ამზადებს…
იუვენტუსი მომდევნო დღეებში დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდება და სერბ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩს ორ ვარიანტს შესთავაზებს და იმედოვმებს, რომ სერბი რომელიმეს დათანხმდება.
პირველი მათგანი კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივებაა, ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით, რომლის მიხედვითაც სერბის ხელფასი 5-5.5 მილიონი ევრო იქნება.
მეორე ვარიანტი კი ხანმოკლე, 1-წლიანი ხელშეკრულება იქნება, რაც მხარეებს უფრო ხანგრძლივი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის უფრო მეტ დროს მისცემს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
