იუვე გორეცკას ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აქტიურად შეუდგა და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა პოტენციური სამიზნეების ძიებაშია.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება და ბიანკონერის სამიზნეთა სიაში ბაიერნის ფეხბურთელი ლეონ გორეცკა გახლავთ.
31 წლის გერმანელის მიმდინარე კონტრაქტი ბაიერნთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
