TuttoJuve

Juve per sempre sarà

რომანო:“ იუვე ზაფხულში ტონალის გაფორმებას ეცდება“

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ იუვენტუსი სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

წყაროს ცნობით, დიდია ალბათობა, რომ იტალიელი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს ნიუკასლის რიგებს დატოვებს.

რომანოს თქმით, მისი ტრანსფერით არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი და იუვენტუსი ინტერესდებიან, თუმცა ტურინელები სანდროს ტრანსფერისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებენ, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, სხვაგვარად იტალიელის გაფორმება ფინანსური სირთულეების გამო შეუძლებელი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !