TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლი:“ გალათასარაისთან მატჩზე ბევრს არ ვისაუბრებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკვალიფიკაცია არც UEFA-სგან ამცდება“

იუვენტუსის დირექტორმა დამიენ კომოლიმ Financial Times Business of Football Summit-ზე ისაუბრა.

„გალათასარაისთან შეხვედრა ? ამ მატჩის შედეგებს ახლაც ვგრძნობ და ვფიქრობ, ეს შეგრძნება წლების განმავლობაში გამყვება. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2-თვიანი დისკვალიფიკაცია უკვე მომისაჯა და არ მინდა, ამას UEFA-ც დაემატოს.

„მსაჯის გადაწყვეტილება კელის მომენტში აბსოლუტურას აბსურდული და გაუმართლებელი იყო. შეხვედრის არბიტრს აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 10 მატჩში მუშობის გამოცდილება ჰქონდა და გაუგებარია, ვინ დანიშნა ის ასეთი მნიშვნელობის შეხვედრის განსასჯელად.

„ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ წარიმართა მოვლენები და რომ არა წითელი ბარათი, დიდი ალბათობით სულ სხვა შედეგს მივიღებდით, თუმცა ახლა უსამართლოდ დავისაჯეთ.

„მინდა ქომაგებსა და ფეხბურთელებს უდიდესი მადლობა გადავუხადო, ისინი შესანიშნავები იყვნენ. ამ სფეროში ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ და პირველად ვნახე, რომ გუნდმა გოლი გაუშვა, თუმცა ტიფოზები მაინც ტაშს უკრავდნენ. ეს საღამო იყო სწორედ ის, რაც ფეხბურთს უნიკალურს და მსოფლიოში საუკეთესო სპორტს ხდის: ვნება, იმედგაცრუება, ბრძოლა, ქომაგების უზომო სიყვარული და გუნდი, რომელიც არასოდეს ნებდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !