TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ნაპოლი კიეზა-რასპადორის ბარტერს განიხილავენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ნაპოლი ფედერიკო კიეზასა და ჯაკომო რასპადორის ბარტერს განიხილავენ.

ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ამიტომ შეთანხმების შემთხვევაში თანხის დამატება არც ერთ მხარეს არ მოუწევს.

წყაროს ცნობით, რასპადორი ნაპოლიში სათამასო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იუვენტუსსი გადასვლის წინააღმდეგი არ არის, კიეზას კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს…

33 views
error: დაცული კონტენტი !