კონსეისაუს მომავალი იუვენტუსში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
იუვენტუსი შეტევის ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში დარჩენა გარანტირებული აქვს ეს კენან ილდისია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, გუნდის შეტევის სხვა წევრები ხელშეუხებელ ფეხბურთელებად არ მოიაზრებიან და ეს მათ შორის შიკო კონსეისაუსაც ეხება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა და ლუჩიანო სპალეტი პორტუგალიელი ფეხბურთელის არასტაბილური თამაშითა და შედეგიანობის ნაკლებობით უკმაყოფილოა, ამიტომ ზაფხულში მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის.
იუვენტუსს კონსეისაუს გაფორმება საერთო ჯამში 42 მილიონი ევრო დაუჯდა. პორტუგალიელის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
