ბრემერი რომასთან დაბრუნდება, დი გრეგორიო შესაძლოა კვლავ სკამზე დარჩეს…
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, იუვენტუსი არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.
ტურინული გრანდი სერია ა-ს მომდევნო ტურში რომას ესტუმრება და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მიახლოებას ეცდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, რომასთან მატჩში გლეისონ ბრემერი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სპალეტი მეკარესთან დაკავშირებით. გალათასარაისთან პერინის კარგი თამაშისა და დი გრეგორიოს ცუდი ფორმის ფონზე, დიდი ალბათობით რომასთან მატჩში სასტარტოში სწორედ პერინი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
