იუვე ჩელიკის აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
იუვენტუსსა და რომას მცველის ზეკი ჩელიკის აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
თურქი მარჯვენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება სურს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი მზად არის, თურქს 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 3.8 მილიონი შესთავაზოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
