ახალი კონტრაქტი და გადამწყვეტი სიტყვა სატრანსფერო ფანჯარაზე, სპალეტი იუვენტუსში რჩება
იტალიური მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვეტილია.
Tuttomercato-ს ცნობით, ბოლო პერიოდში ცუდი შედეგების მიუხედავად, გუნდი იტალიელი სპეციალისტის მიმართ სრულ ნდობას ინარჩუნებს და მასთან ახალი კონტრაქტის უახლოეს პერიოდში გაფორმებას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, სპალეტის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადამწყვეტი სიტყვა ექნება და ტურინული გრანდი შემადგენლობას სწორედ მისი მოთხოვნების შესაბამისად გადაახალისებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
