კაპელო:“ იუვენტუსმა მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა“
ფაბიო კაპელომ გალათასარაისთან მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, იუვენტუსმა მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. დღეს თითოეული ფეხბურთელი დარბოდა, იბრძოდა და მოედანზე 10 კაცით დარჩენის მიუხედავად მათ ყველაფერი გაიღეს.
„მათ ერთი პრობლემა ჰქონდათ: შექმნილ მომენტებს ვერ იყენებდნენ. იუვენტუსს დღეს გაცლებით მეტის გატანა შეეძლო, თუმცა მომენტების უმეტესობა ვერ გამოიყენეს, რაც ძალიან სამწუხაროა.
„საერთო ჯამში დღეს იუვენტუსის არც ერთი ფეხბურთელის გაკრიტიკება არ შეიძლება, მათ დიდებული მატჩი ჩაატარეს.
„გუშინ ჩვენ ინტერის უგულო თამაშის გამო დამწუხრებულები ვიყავით, დღეს კი იუვენტუსისა და ატალანტას ბრძოლის სურვილის გამო ამაყები ვართ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
