იუვენტუსის საბოლოო წინადადება ვლაჰოვიჩს…
იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე გადამწყვეტი შეხვედრა მარტში გაიმართება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის, სერბს ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სეზონში ილდისის მსგავსი ხელფასი – 6 მილიონი ევრო შესთავაზოს.
წყაროს ცნობით, 6 მილიონი იუვენტუსში დაწესებული სახელფასო ჭერია და ტურინული გრანდი მეტი თანხის გადახდას არც კი განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
