მაკკენის შემდეგ, იუვენტუსი სპალეტის კონტრაქტზე გააქტიურდა
იუვენტუსი უახლოეს დღეებში უესტონ მაკკენის ახალ კონტრაქტს ოფიციალურად დაადასტურებს, თუმცა ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მუშაობას აგრძელებს და მათი მომდევნო პრიორიტეტი ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტია.
მატეო მორეტოს ცნობით, იუვენტუსი სპალეტის მიმართ ნდობას ინარჩუნებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
წყაროს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უფრო აქტიურ სახეს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
