ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა და ტურინში დარჩენაა.
წყაროს ცნობით, ის ბიანკონერის რიგებში თავს კარგად გრძნობს, აქვს შესანიშნავი ურთიერთობა გუნდის ხელმძღვანელობასთან, თანაგუნდელებთან და ქომაგებთან და სერბის პრიორიტეტი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა.
გამოცემის ინფორმაციით, დუშანის ტრანსფერით მილანი, ბაიერნი, ბარსელონა, ტოტენჰემი და სხვა გუნდები ინტერესდებიან, მარტში იუვენტუსი ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ეცდებიან. ტურინში დასარჩენად, იუვენტუსს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
