TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამი:“ ჩვენ იუვენტუსი ვართ და ასე თამაში მიუღებელია“

ხეფრენ ტურამმა კომოსთან მატჩი შეაფასა.

„რეგრესი ბოლო მატჩებში ? ამის ახსნა მიჭირს. ვიცით, რომ გაცილებით მეტის გაკეთება გვმართებს და დღეს ეს ვერ შევძელით. კომოს კომპლიმენტები ეკუთვნის, ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ.

„ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ, რადგან ეს არ არის იმ დონის თამაში, რომელიც იუვენტუსს შეეფერება და რა დონეზე თამაშიც ჩვენ შეგვიძლია.

„სირთულეები პირველი გოლის გაშვების შემდეგ ? ჩვენ ვიცით, რომ ასეთი სირთულეები მატჩის მსვლელობისას სრულიად ნორმალურია, ჩვენ სულ სხვა რეაგირება უნდა გვქონოდა, მაგრამ გუნდურად თამაში ვერ შევძელით და უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ.

„რომასთან მატჩი ? ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება, თუმცა იქამდე გალათასარაისთან მატჩი გველოდება, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !