სპალეტი:“ ჩვენ დღეს ღირსეული და ძლიერი მეტოქე გვეყოლება“
ლუჩიანო სპალეტიმ კომოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ დღეს ძალიან ღირსეული მეტოქე გვეყოლება, მათ ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავთ, რასაც ფაბრეგასის სახით გამორჩეული მწვრთნელი ემატება. ჩვენ გარკვეული საკადრო პრობლემები გვაქვს, როგორც სხვა ყველა გუნდს, მაგრამ არსებული დისბალანსის გამოსწორებას გუნდური თამაშით ვეცდებით.
„ბოლო პერიოდის შედეგების შემდეგ, ჩვენთვის ერთადერთი მისაღები შედეგი კარგად თამაში და გამარჯვება იქნება, თუმცა ამისთვის მოედანზე ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.
„ოპენდა სასტარტოში ? დევიდი 100 პროცენტით მზად არ არის, ოპენდას კი კომოს სისუსტეების გამოყენება კარგად შეუძლია და მჯერა, მას კარგი შეხვედრა ექნება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
