TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე სენესის პასუხის მოლოდინშია

იუვენტუსი მარკოს სენესის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა არგენტინელ მცველს 4-წლიანი კონტრაქტი და გასამრჯელოს სახით 3 მილიონი ევრო შესთავაზა.

წყაროს ცნობით, სენესის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის ინგლისელები იჩენენ და ფინანსურად იუვენტუსზე უკეთესი წინადადებები აქვს, მაგრამ არგენტინელის პრიორიტეტი ამბიციურ გუნდში გადასვლაა და ტურინულ გრანდს იმედი აქვს, სენესი სწორედ იუვენტუსს აირჩევს.

სკირას თქმით, იუვენტუსი სენესისთვის შეთავაზებული წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს და მისგან საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !