ვლაჰოვიჩმა იუვენტუსში დარჩენის სურვილი გამოთქვა…
დუშან ვლაჰოვიჩი კონტინასაზე მუშაობას აგრძელებს და იმედი აქვს, რომასთან მატჩში ტურინული გრანდის განაცხადს დაუბრუნდება, პარალელურად კი ფეხბურთელის აგენტი იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებას ელოდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სერბ ფორვარდს იუვენტუსში დარჩენა სურს და იმედი აქვს, მომდევნო კვირებში მხარეებს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდება და პოზიტიურად დასრულდება.
ვლაჰოვიჩის შენარჩუნების წინააღმდეგი არც იუვენტუსია, მაგრამ ტურინში დასარჩენად მას ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
