სპალეტის რუდიგერის გაფორმება სურს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში ანტონიო რუდიგერის გაფორმება სურს.
32 წლის გერმანელი მცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
სპალეტი რუდიგერს რომაში მუშობის დროიდან იცნობს და იმედი აქვს, გერმანელის დარწმუნებას შეძლებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
