დევიდი, ოპენდა, დი გრეგორიო და სხვები, იუვენტუსში სერიოზული წმენდა იგეგმება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი სეზონის ბოლოს ჯონათან დევიდის, ლოი ოპენდას, მიკელე დი გრეგორიოს, ფედერიკო გატის და ხუან კაბალის გაყიდვას გეგმავს, სეზონის მსვლელობასთან ერთად კი ეს სია გაიზრდება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი გუნდის ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნების გარშემო აშენებას გეგმავს და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას დატვირთული ზაფხული ექნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
