გონსალესი კვლავ ტრავმირებულია, რაც მის ატლეტიკოში დარჩენას ართულებს…
სეზონის ბოლოს ნიკო გონსალესის იუვენტუსში დაბრუნების შანსი იზრდება.
არგენტინელი ფეხბურთელი ატლეტიკოში იჯარის წესით თამაშობს, მისი შემდგომში 32 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული რაოდენობის მატჩებში თამაშის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
გონსალესმა სეზონი კარგად დაიწყო და მისი გამოსყიდვა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო თვეებში ის ტრავმის გამო თამაშს ვერ ახერხებს. მირკო ნიკოლინოს ცნობით, არგენტინელს დღეს კიდევ ერთი კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, რის გამოც გონსალესს რამდენიმე კვირა გაუცდება და არგენტინელის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილო ატლეტიკო ფეხბურთელის გამოსყიდვის ალბათობას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
