სილვა სიტის ტოვებს, იუვენტუსი პორტუგალიელის გაფორმებას ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, ბერნარდო სილვამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
Tuttomercato-ს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტისთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სილვას ორი რეალური ვარიანტი აქვს: ბენფიკაში დაბრუნება, ან იუვენტუსში გადაბარგება, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მისი მსურველების სია საგრძნობლად გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
