TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემი კიეზას ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში, ლონდონელებს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ.

კიეზა კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების წინაარმდეგი არ არის, მაგრამ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რის საშუალებასაც ტოტენჰემი მომდევნო სეზონში ვერ მისცემს.