სპალეტი:“ ჩემი ბიჭებით უზომოდ ვამაყობ“
სპალეტის კომენტარი გალათასარაისთან მატჩის წინ.
„კარგი გარემო ? სტადიოზნე შესანიშნავი გარემოა, თურქი ქომაგები ყოველთვის გამორჩეულები არიან და გამონაკლისი არც დღევანდელი საღამოა, ჩვენ მამაცები უნდა ვიყოთ.
„ჩემი გუნდი ? ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი კაცები არიან, შემდეგ კი მათ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბეს, ეს კი მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ინტერთან მატჩი ? ჩვენ ეს შეხვედრა წარსულში მოვიტოვეთ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და წარსულზე ფიქრის დრო არ გვაქვს.
„ოსიმენი ? ის დიდებული ფორვარდია, მაგრამ ჩვენ გვაქვს საჭირო თვისებები, რომ მას დავუპირისპიროთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
