ილდისი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“
კენან ილდისმა გალათასარაისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„პირველი მატჩი თურქული გუნდის წინააღმდეგ ? ეს გამორჩეული გრძნობაა, ამ სტადიონზე, ამ ქომაგების წინ თამაში შესანიშნავია, წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ აქ გამარჯვებისთვის ვართ ჩამოსულები.
„ინტერთან მატჩი ? ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მაშინაც კი, როდესაც მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით მეტოქეს პრობლემები შევუქმენით, მაგრამ სამწუხაროდ საბოლოო ჯამში სასურველი შედეგი ვერ მოვიპოვეთ.
„გოლის გატანა ამ სტადიონზე ? ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ პრიორიტეტი გუნდის წარმატებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
