TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონცა შესნის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ვოიცეხ შესნი უახლოეს დღეებში ტურინში დაბრუნდება, თუმცა ის იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და მხარეები პოლონელი კარის დარაჯისთვის ახალი გუნდის პოვნას ეცდებიან.

არაბული გუნდების ინტერესის მიუხედავად, შესნის პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა, სადაც ვეტერანი კარის დარაჯის მიმართ ინტერესს მონცა იჩენს.

SportMediaset-ის ცნობით, ადრიანო გალიანი შესნის პირადად შეხვდება და მის დარწმუენბას ეცდება. პრობლემა პოლონელის გასამრჯელოა, ის იუვენტუსში სეზონში 6 მილიონს იღებს, მონცაში გადასვლის შემთხვევაში კი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.