ოფიციალურად: კიელინისა და კომოლის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ
იტალიის სპორტულმა სასამართლომ მსაჯის მიმართ აგრესიული ქმედების გამო იუვენტუსის დირექტორებს ჯორჯო კიელინისა და დამიენ კომოლს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
კიელინი იუვენტუსის მატჩებზე დასწრებას 27 თებერვლამდე ვერ შეძლებს, ხოლო დამიენ კომოლის დისკვალიფიკაცია 31 მარტს დასრულდება.
პიერ კალულუს ტრადიციულად 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
