TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე იკარდის კანდიდატურას სეზონის ბოლოს დაუბრუნდება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაურო იკარდის გაფორმებას აქტიურად ცდილობდა.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად იყო, არგენტინელისთვის 6-თვიანი კონტრაქტი გაეფორმებინა და სანაცვლოდ მისთვის 5 მილიონი გადაეხადა, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

სკირას თქმით, იუვენტუსი იმედოვნებდა, რომ გალათასარაი იკარდის უფასოდ გაშვებას დათანხმდებოდა, რადგან არგენიტნელს იუვენტუსში გადასვლა სურდა, მაგრამ თურქებისგან უარი მიიღეს.

სკირას თქმით, იუვენტუსი იკარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და არ არის გამორიცხული, არგენტინელს სეზონის ბოლოს მიუბრუნდეს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !