მაკკენი:“ ჩვენი მიზანი ხვალ გამარჯვებაა, ჩემი კონტრაქტი ?…“
ლუჩიანო სპალეტის შემდეგ (იხილეთ აქ), გალათასარაისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი უესტონ მაკკენიმ გააკეთა.
„მნიშვნელოვანი ორი მატჩი გალათასარაისთან ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებაა და გამონაკლისი არც ხვალინდელი დაპირისპირება იქნება.
„ცხრიანის პოზიციაზე თამაში ? ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის გუნდის წარმატებაა და ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს, კარშიც კი.
„ჩემი კონტრაქტი ? ჩემი საფიქრალი ახლა მხოლოდ ხვალინდელი შეხვედრაა, კონტრაქტის თაობაზე კი მოლაპარაკებებს გუნდი და ჩემი აგენტი აწარმოებენ.
„ინტერთან მატჩი ? ასეთი შეცდომების უკან მოტოვება რთულია, მაგრამ ახლა ჩვენი საფიქრალი მხოლოდ ხვალინდელი დაპირისპირებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
