სპალეტი:“ გალათასარაი შესანიშნავი გუნდია, ჩემი ბიჭებით ვამაყობ“
ლუჩიანო სპალეტიმ გალათასარაისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ხვალ ძალიან კარგი, დაძაბული და მაღალი დონის მატჩი გველოდება. ჩვენი მეტოქე ხარისხიანი და ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ისინი თითოეული მომენტის გამოყენებას ეცდებიან, ამიტომ ჩვენ მოდუნებისა და კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ გვაქვს.
„იუვენტუსის პროგრესი როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით ? დიახ, ინტერთან მატჩში ჩვენ 10 ფეხბურთელით არ გავტყდით და ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ, რითიც ძალიან ვამაყობ. ახლა იგივე მენტალობა და მონდომება ხვალინდელ შეხვედრაში უნდა ვაჩვენოთ.
„რამდენად იქონია გავლენა ბიჭებზე ინტერთან მომხდარმა ინციდენტმა ? ასეთი მომენტებისთვის მომზადება და ვარჯიში შეუძლებელია, ასეთი მომენტები და სირთულეები უნდა გადალახო და ისინი გამოიყენო, რომ მენტალურად უფრო ძლიერი გახდე.
„კალულუ ? ის ძალიან კარგი ბიჭია, პიერი ინტერთან მატჩში ორჯერ სრულიად უსამართლოდ დაისაჯა, შემდეგ კი კივუმ მისი მოქმედება გააკრიტიკა და ჭკუის სწავლება დაუწყო, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, ეს მეტოქე გუნდის მწვრთნელის მხრიდან სრულიად მიუღებელია, მე ამის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდი. მე კრისტიანს კარგად ვიცნობ და იმედი მაქვს, მან გააანალიზა, რომ მისი კომენტარი მცდარი და მიუღებელი იყო.
„ჰოლმისა და დევიდის ტრავმები ? ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხარისხი და სიღრმე იმისთვის, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლოთ.
„მაკკენი ცხრიანის პოზიციაზე ? ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
