TuttoJuve

Juve per sempre sarà

23 მარტს სერია ა-ს გუნდების ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და მსაჯებს შორის შეხვედრა შედგება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 23 მარტს სერია ა-ს გუნდების ხელმძღვანელები, მწვრთნელები და მსაჯები შეხვდებიან და მიმდინარე სეზონში არბიტრების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მათი აღკვეთის ზომებზე ისაუბრებენ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და სხვა რამდენიმე გუნდს, მათ შორის მილანსა და ნაპოლის სამსაჯო სტრუქტურის შეცვლა და პრემიერ ლიგის ანალოგზე გადასვლა სურთ, სადაც მსაჯთა ფედერაცია დამოუკიდებელია და ეროვნულ საფეხბურთო ფედერაციას არ ექვემდებარება.

გუნდების ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება იტალიის მსაჯთა ასოციაციის ხელმძღვანელის ჯანლუკა როკის წასვლა, მის ნაცვლად გამოცდილი იტალიელი არბირი დანიელე ორსატო განიხილება, თუმცა ეს ცვლილება მხოლოდ სეზონის ბოლოს არის შესაძლებელი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !