ტონალის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იუვენტუსი იჩენს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს სანდრო ტონალის ნიუკასლიდან წასვლა გამორიცხული არ არის.
წყაროს ცნობით, იტალიელის ტრანსფერით არაერთი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე მეტად იუვენტუსი აქტიურობს.
ტონალის გაფორმება მარტივი არ იქნება, რადგან ნიუკასლი მის სანაცვლოდ 80-90 მილიონს ითხოვს, მაგრამ ტურინული გრანდი დანებებას არ აპირებს და იტალიელის გაფორმებას ნებისმიერი ხერხით ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
