კიელინის და კომოლის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ…
იუვენტუსის დირექტორებს ჯორჯო კიელინის და დამიენ კომოლის მსაჯთან დაპირისპირების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.
დაპირისპირება ინტერთან მატჩში განვითარებული მოვლენების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ ტუნელში მოხდა, რამაც შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს.
იტალიური წყაროების ცნობით, კიელინის სიტუაცია შედარებით უკეთესია და მან შესაძლოა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღოს, კომოლის კი, ვინც უფრო აგრესიული იყო, 2-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება და მატჩებზე დასწრების უფლება არ ექნება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
