TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე რასპადორის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ნაპოლის შემტევის ჯაკომო რასპადორის ტრანსფერით ინტერესდება.

მოიზე კინის შემდეგ, ტურინული გრანდის რიგებს არკადიუშ მილიკიც დატოვებს, ამიტომ ბიანკონერის შეტევის გასძლეირებლად მინიმუმ ერთი ფეხბურთელის გაფორმება მოუწევს.

La Stampa-ს ცნობით, რასპადორი ტიაგო მოტას ერთ-ერთი ფავორიტი არჩევანია, რადგან მას როგორც ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ასევე ფლანგზე შეუძლია თამაში.

თავად რასპადორი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს. ნაპოლი მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.