TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ იტალიაში გვაქვს კულტურა, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდა გავანადგუროთ“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ინტერი – იუვენტუსის მატჩზე ისაუბრა.

„მსაჯის შეცდომები და კალულუს გაძევება ? მე ამ თემაზე საუბარი უკვე აღარ მსურს.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ იტალიაში გადმოსვლა და აქ თამაში აღარავის სურს, ჩვენ ამას ხშირად ფულს ვაბრალებთ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. არავის უნდა იმ არასტაბილურ და დაპირისპირებებით სავსე გარემოში თამაში, ჩვენ ყოველ კვირას არა ფეხბურთზე, არამედ ამ თემებზე ვსაუბრობთ.

„სამწუხაროა, რომ იტალიაში ყველაფერს საუკეთესოს ებრძვიან. ადრე ეს მე ვიყავი, მე ჩემს საქმეს საუკეთესოდ ვაკეთებდი და ამის გამო გამანადგურეს, ახლა იმავეს ბეპე მაროტას წინააღმდეგ აკეთებენ, რადგან ის თავის საქმეში საუკეთესოა. ჩვენ მაროტას პატივი უნდა ვცეთ იმის გამო, რაც მან იუვენტუსსა და ინტერში გააკეთა. ბეპე რომ იუვენტუსში დარჩენილიყო, ახლა გუნდს არც ვალები ექნებოდა და არც რონალდოსთვის მოუწევდა მილიონობით ევროს გადახდა. იტალიაში გვაქვს კულტურა, რომ საუკეთესო უნდა გავანადგუროთ და ამას ნებისმიერ ფასად ვაკეთებთ.

„იმის თქმა, რომ მორატა მსაჯებზე რაიმე სახით გავლენას ახდენს უადგილოა. რეალობა არის ის, რომ დღეს სერია ა-ს მსაჯები არაკომპეტენტურები არიან, ხოლო VAR-ის პროტოკოლი არ მუშობს და მას დახვეწა უნდა.

„უნდა აღინიშნოს იუვენტუსის ძალიან კარგი თამაში, გუნდმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ლაუტაროს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !