ჯონ ელკანმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას გუნდის უკმაყოფილება დაუფიქსირა…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელს ჯონ ელკანსა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას შორის საუბარი გაიმართა.
ჯოვანი კაპუანოს ცნობით, ელკანმა უკმაყოფილება დააფიქსირა იმ შეცდომების გამო, რომლებსაც მსაჯები როგორც იუვენტუსის, ასევე სხვა გუნდების წინააღმდეგ უშვებენ და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია უმოკლეს დროში გამოსწორდება.
წყაროს ინფორმაციით, ელკანი გუნდის ხელმძღვანელობასაც ესაუბრა და როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
