ჩელსი და ლივერპული ბრემერის ტრანსფერით ინტერესდებიან
იტალიური მედიის ცნობით, ჩელსი და ლივერპული იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის ტრანსფერით ინტერესდებიან.
Calciomercato-ს ცნობით, ინგლისური გრანდები ზაფხულშ ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი გახლავთ.
ბრემერის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ზაფხულში მისი გამოსყიდვა ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს 60 მილიონ ევროდ შეეძლება. იუვენტუსი მომდევნო კვირებში ბრემერის ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მუშაობას და მისი გამოსასყიდი პუნქტის გაუქმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
