ვაკიაგო:“ იტალიური ფეხბურთი კარგავს იმ მცირე პრესტიჟს, რომელიც ოდესღაც საუკეთესო ჩემპიონატს შემორჩა“
გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport-ის დირექტორმა გუიდო ვაკიაგომ გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„გუშინდელი მატჩი, ბასტონის ზეიმი, ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია, სერია ა-მ ეს არ დაიმსახურა, ასეთი მნიშვნელოვანი და სამარცხვინო მომენტები ანადგურებენ იმ მცირე პრესტიჟს, რომელიც სერია ა-ს ჯერ კიდევ შემორჩა.
„იუვენტუსმა ასეთი დაჩაგვრა არ დაიმსახურა, ტურინელები ინტერთან იტალიურ დერბიში თანაბრად თამაშობდნენ და სანამ კალულუს გააძევებდნენ, მეტოქეზე უკეთესები იყვნენ.
„ეს სამარცხვინო მომენტი არც ინტერს დაუმსახურებია, სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში გამარჯვება ყველა ღირსეულ გუნდს საკუთარი ძალებით, დამსახურებულად სურს, მათ მსაჯის დახმარება არ სჭირდებათ.
„სამწუხარო და სამარცხვინოა ინტერის მწვრთნელის მატჩისშემდგომი კომენტარიც. მან გაუმართლებელის გამართლება სცადა, ის ისეთ რამეს გვიმტკიცებდა, რაც აშკარად ტყუილი იყო. რეალობა არის ის, რომ ბასტონის სიმულაციის გამო მეორე ყვიეთლი უნდა მიეღო და მოედანზე კაცნაკლული არა იუვენტუსი, არამედ ინტერი უნდა ყოფილიყო.
„მე ჯერ კიდევ არ მესმის, რატომ ლა პენა ? რატომ არა უფრო გამოცდილი მსაჯი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს იმ წნეხს, რომელიც ამ გამორჩეულ მატჩს ახლავს ? ამ გამარჯვებით ინტერი სკუდეტოს მიუახლოვდა, იუვენტუსს კი საქმე ძალიან გაურთულდა.
„ქებას იმსახურებს იუვენტუსი, რომელმაც გუშინ ხასიათი, მებრძოლი სულისკვეთება და ხარისხი აჩვენა მაშინაც კი, როდესაც მოედანზე 10 კაცით დარჩა. ვფიქრობ, იუვენტუსის მომდევნო მეტოქეებს არც თუ ისე კარგი დრო ელოდებათ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
