TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომა იუვეს სულეს სანაცვლოდ ლესტერის მსგავსი წინადადებით მიმართავს

ლესტერსა და იუვენტუსს შორის მატიას სულეს ტრანსფერის თაობაზე ბრძოლა აქტიურად გრძელდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჯალოროსი ტურინულ გრანდს ლესტერის მსგავსად არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს, რაც საბოლოო ჯამში 30 მილიონამდე გაიზრდება.

კრისტიანო ჯუნტოლის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია, ტურინული გრანდი სულეს სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.