რაბიო იუვენტუსისგან 8 მილიონს ითხოვს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო იუვენტუსისგან გაუმჯობესებული წინადადების მოლოდინშია.
წყაროს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს ბიანკონერის მიერ შეთავაზებული 7 მილიონი არ აკმაყოფილებს და სეზონში 8 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.
კრისტიანო ჯუნტოლი თავის მხრივ წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს და ფრანგის შეანრჩუნება ტურინული გრანდის პრიორიტეტი აღარ არის.